ტონზილოტრენი (Tonsilotren®)

მსოფლიოში, ალბათ, არაა ადამიანი, ვისაც ოდესმე ყელი არ სტკიებია. ტონზილიტი _ ასე უწოდებენ მედიცინაში სასის ნუშურა ჯირკვლების ანთებას, რომელიც შესაძლოა მწვავე (ანგინა) და ქრონიკული იყოს. ქრონიკული ტონზილიტის შესახებ მაშინ საუბრობენ, როდესაც ანგინა წელიწადში ორჯერ და მეტად მეორდება. ეს დაავადება არცთუ უსაფრთხოა, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს იმუნიტეტის დაქვეითება, მწვავე ვირუსული რესპირაციული ინფექციებით ავადობისადმი მიდრეკილება, საშიში გართულებების განვითარება, რაც გულის, სახსრების, თირკმლების დაავადებებით ვლინდება. შესაძლებელია, რომ ნუშურებს დავეხმაროთ?

ტონზილოტრენი* გერმანული ბუნებრივი პრეპარატია, რომელიც 75 წელზე მეტია, რაც ანგინებისა და ქრონიკული ტონზილიტის დროს ნუშურა ჯირკვლებს დახმარებას უწევს: ხსნის ანთებას, შეშუპებასა და ტკივილს, აღადგენს ნუშურების დაცვით ფუნქციას, ამცირებს ჰიპერტროფირებული (გადიდებული) ნუშურების მოცულობას, განაპირობებს ნუშურების ლაკუნების სანაციას (გასუფთავებას) კაზეოზური დეტრიტისაგან (საცობებისაგან), ხსნის ლიმფური ჯირკვლების შეშუპებასა და ანთებას, განაპირობებს მთელი ორგანიზმის იმუნიტეტის მაჩვენებლების ნორმალიზებას, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების შეხორცებას და ხელს უშლის განმეორებითი ანგინების განვითარებას.

ტონზილოტრენის კარგი  ამტანობა და ეფექტურობა მრავალრიცხოვანი კლინიკური კვლევებითაა დადასტურებული, რომელთა მიმდინარეობის დროს აღინიშნა შემდეგი:

ორი წლის მანძილზე 4-თვიანი ინტერვალებით სამი 60-დღიანი კურსის ჩატარების შემდეგ ბავშვთა 66,7%-ში ქრონიკული ტონზილიტის გამწვავებათა სიხშირე და ხანგრძლივობა შემცირდა, ანგინების შემთხვევები არ დარეგისტრირებულა, ნორმალიზდა სეკრეციული A-იმუნოგლობულინის მაჩვენებლები, რამაც პირხახის იმუნიტეტის პოზიტიური ცვლილებები გამოიწვია.          ანგინების სიხშირე შემცირდა 2,5-ჯერ; ტონზილოტრენის მიღებისას სარწმუნოდ მცირდებოდა (3-ზე მეტჯერ) ქრონიკული ტონზილიტის ლოკალური (ადგილობრივი) ნიშნების ჯამური ქულები.

პრეპარატის მიღება შესაძლებელია როგორც ანგინების მკურნალობის, ასევე ქრონიკული ტონზილიტის გამწვავებათა პროფილაქტიკისათვის. არსებობს ტონზილოტრენის გამოყენების დადებითი გამოცდილება ადენოიდიტის მქონე ბავშვების მკურნალობისას⁴.

ადენოიდიტი ცხვირხახის გადიდებული ნუშურა ჯირკვლების ანთებაა, რომელსაც მწებავი ლორწოს მომატებული პროდუქცია, ცხვირხახის ლორწოვანი გარსის შეშუპება და ცხვირით სუნთქვის გაძნელება Aახლავს. ადენოიდები სხვა ნუშურა ჯირკვლებთან ერთად ეგრეთ წოდებულ ხახის ლიმფურ რგოლს _ იმუნიტეტის ერთგვარ ფორპოსტს წარმოქმნის, რომლის ამოცანაც დაავადების გამომწვევი მიკრობების დახვედრა და მათგან ჩვენი ორგანიზმის დაცვის უზრუნველყოფაა. ადენოიდიტის განვითარებისას, უპირველესად, აუცილებელია ნუშურების ანთებისა და ცხვირხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების მოხსნა, რათა აღდგეს ცხვირით სუნთქვა, სქელი ლორწო გათხევადდეს და ცხვირიდან მისი გამოყოფა გაადვილდეს. ასეთ შემთხვევაში ტონზილოტრენი ცინაბსინთან კომბინაციაში უფრო სასარგებლო იქნება.

ტონზილოტრენის მიღების სქემები

წვავე ტონზილიტი (ანგინა)

ასაკი

დაავადების პირველი 1-2 დღე

სრულ გამოჯანმრთელებამდე

1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები

თითო ტაბლეტი 2 საათში ერთხელ (არაუმეტეს 8-ჯერ დღეში)

თითო ტაბლეტი დღეში სამჯერ

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები

 1-2 ტაბლეტი ყოველ საათში (არაუმეტეს 12-ჯერ დღეში)

1-2 ტაბლეტი დღეში სამჯერ

 

 

ქრონიკული ტონზილიტი¹¹

ტონზილოტრენი თითო ტაბლეტი დღეში სამჯერ 60 დღის განმავლობაში უწყვეტად.

 

ტარდება 3 კურსი 4-თვიანი ინტერვალებით. 

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

***

***

 

 

 

 

***

***

 

 

 

 

***

***

***

***

 

 

 

 

***

***

 

 

 

 

***

***

 

1

 თვე

 

***

 ტონზილოტრენის კურსი

 

 

კურსებს შორის შესვენება 

 

ნუშურების გადიდება,

მდგომარეობა ნუშურების ამოკვეთის შემდეგ

ტინზილოტრენი 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ.

კურსი: 2 კვირიდან 2 თვემდე (ექიმის რეკომენდაციით).

ადენოიდიტი

ტონზილოტრენი + ცინაბსინი = „მედიკამენტური ადენოტომია“

კურსი: ცინაბსინის მიღება - არანაკლებ 4 კვირა, ტონზილოტრენის მიღება - 8 კვირამდე.

მიღება: საწუწნი ტაბლეტები, მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, მოსახერხებელი მიღებისათვის რეკომენდებულია ტაბლეტის გახსნა მცირე რაოდენობით წყალში.

ნუშურების ანთების შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდეს მკურნალობის აუცილებელი კურსი. ტონზილოტრენს აქვს გამოშვების მოსახერხებელი ფორმა-საწუწნი ტაბლეტები და მისი მიღება შეიძლება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში 1 წლის ასაკის შემდეგ.

ტონზილოტრენი -ანგინისა და ქრონიკული ტონზილიტის დროს

ტონზილოტენი ტაბლეტები: მწარმოებელი DHU Arzneimittel GmbH & Co. KKG (გერმანია), 2012 წლიდან.

*სამკურნალწამლო საშუალების რეკლამა. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

თვითმკურნალობა შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო აღმოჩნდეს

ანგინისა და ქრონიკული ტონზილიტის ბაზისური თერაპია

შემადგენლობა აქტიური ნივთიერებები:
Atropinum sulfuricum  (ატროპინის სულფატი) trit.  D5 12,5 მგ,
Hepar sulfur (ჰეპარ სულფური). trit D3 10,0 მგ,
Kalium bichromicum (კალიუმის ბიქრომატი) trit. D4 50,0 მგ,
Silicea  (კაჟმიწა).trit D2 5,0 მგ,
Mercurius bijiodatus (ვერცხლისწყლის (II) იოდიდი) trit. D8 25,0 მგ;

სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება ათქ კოდი: R02A X02

ჩვენებები
მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი, ნუშურების გადიდება; შეხორცების პროცესების დაჩქარება ნუშურების ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ.

უკუჩვენებები
პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება ქრომის ან ერთ-ერთი სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობის შემდეგ.

განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები
თუ ექიმმა გითხრათ, რომ რომელიმე შაქრის აუტანლობა გაქვთ, ტონზილოტრენის მიღების დაწყებამდე საკონსულტაციოდ ექიმს მიმართეთ.
ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატის ანალოგიურად, ტონზილოტრენის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.
3 წლამდე ასაკის ბავშვების ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევის მქონე ავადმყოფების მკურნალობისათვის ტონზილოტრენის დანიშვნა ექიმთან წინასწარი კონსულტაცის შემდეგაა დასაშვები.

დოზირების რეჟიმი და მიღების გზები
სხვა მითითებათა არარსებობისას ტონზილოტრენის მიღება შემდეგნაირად ხდება:
დაავადების მწვავე მიმდინარეობისას: 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ 2 საათში (დღეში არაუმეტეს 8 ტაბლეტი) პირველი 1-2 დღის განმავლობაში, გაუმჯობესების დადგომამდე; შემდეგ იღებენ 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში; მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ 1 საათში (დღეში არაუმეტეს 12 ტაბლეტი) პირველი 1-2 დღის განმავლობაში, გაუმჯობესების დადგომამდე; შემდეგ იღებენ 1-2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში.
მწვავე მდგომარეობის შენარჩუნების ან მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 დღეში საკონსულტაციოდ ექიმს უნდა მიმართოთ.
ქრონიკული ტონზილიტის ან ნუშურების გადიდების დროს 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში, მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები კი _ 1-2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში. მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია 4-6 კვირის განმავლობაში.
ქრონიკული მორეციდივე ტონზილიტის დროს მიზანშეწონილია წლის განმავლობაში მკურნალობის რამოდენიმე ციკლის ჩატარება (ექიმთან კონსულტაციის შემდეგ).
ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან საათნახევრის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიწოვოს. 3 წლამდე ასაკის ბავშვთა მკურნალობისას დასაშვებია ტაბლეტების დაქუცმაცება.
პრეპარატ ტონზილოტრენის ჭარბი დოზირების მავნე ეფექტები ცნობილი არ არის.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი კოლოფსა და ეტიკეტზეა მითითებული. ამ თარიღის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.

შენახვა: ორიგინალური კოლოფი ინახება 15-დან 25⁰-მდე ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა და შიგთავსი: შეფუთვაში 60 ტაბლეტია (ბლისტერზე 20 ტაბლეტი).

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია:
გერმანიაში 1936 წლიდან ტონზილოტრენი
საქართველოში იყიდება  რეგისტრაციის გარეშე 2011 წლიდან ტონზილოტრენი

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.

ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას არ გამორიცხავს.

ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად, კანზე გამონაყარი. ასეთ დროს ტონზილოტრენი უნდა მოიხსნას და ექიმს საკონსულტაციოდ უნდა მიმართოთ. პრეპარატ ტონზილოტრენის მიღების შემდეგ ნერწყვდენის გაძლიერების შემთხვევაში რეკომენდებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ. 

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.