ტონზილოტრენი-A 40 ტაბლეტი (Tonsilotren®)

მსოფლიოში, ალბათ, არაა ადამიანი, ვისაც ოდესმე ყელი არ სტკიებია. ტონზილიტი _ ასე უწოდებენ მედიცინაში სასის ნუშურა ჯირკვლების ანთებას, რომელიც შესაძლოა მწვავე (ანგინა) და ქრონიკული იყოს. ქრონიკული ტონზილიტის შესახებ მაშინ საუბრობენ, როდესაც ანგინა წელიწადში ორჯერ და მეტად მეორდება. ეს დაავადება არცთუ უსაფრთხოა, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს იმუნიტეტის დაქვეითება, მწვავე ვირუსული რესპირაციული ინფექციებით ავადობისადმი მიდრეკილება, საშიში გართულებების განვითარება, რაც გულის, სახსრების, თირკმლების დაავადებებით ვლინდება. შესაძლებელია, რომ ნუშურებს დავეხმაროთ?

ტონზილოტრენი* გერმანული ბუნებრივი პრეპარატია, რომელიც 75 წელზე მეტია, რაც ანგინებისა და ქრონიკული ტონზილიტის დროს ნუშურა ჯირკვლებს დახმარებას უწევს: ხსნის ანთებას, შეშუპებასა და ტკივილს, აღადგენს ნუშურების დაცვით ფუნქციას, ამცირებს ჰიპერტროფირებული (გადიდებული) ნუშურების მოცულობას, განაპირობებს ნუშურების ლაკუნების სანაციას (გასუფთავებას) კაზეოზური დეტრიტისაგან (საცობებისაგან), ხსნის ლიმფური ჯირკვლების შეშუპებასა და ანთებას, განაპირობებს მთელი ორგანიზმის იმუნიტეტის მაჩვენებლების ნორმალიზებას, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების შეხორცებას და ხელს უშლის განმეორებითი ანგინების განვითარებას.