მოსიყვარულე მშობლებისათვის პატარას პირველი კბილის ამოჭრა დღესასწაულია. პირველი კბილების ამოსვლის ვადა აბსოლუტურად სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგ ჩვილს ადრეული ამოჭრა აღენიშნება, რაც 3 თვის ასაკიდან იწყება, ზოგს, პირიქით, მოგვიანებითი _ დაახლოებით 1 წლის ასაკში. საშუალოდ, ამოჭრა 4-7 თვის ასაკში იწყება. ჩვილებში პირველ კბილებთან უახლოესი შეხვედრის უმთავრესი ნიშნებია გაძლიერებული ნერწყვდენა, ღრძილების შეშუპება და ქავილი. სწორედ ამ პერიოდში ბავშვები გამორჩეულად ჭირვეულები ხდებიან და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ. კბილების ამოჭრის პროცესი შესაძლოა გართულდეს ცუდი ძილით, საკვების მიღების აკრძალვით, სხეულის ტემპერატურის მომატებით, დიარეით. როგორ დავეხმაროთ პატარას, რომ პირველ კბილებს სიხარულით შეხვდეს?
დენტოკინდი* გერმანული ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატია, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი სწორედ კბილების ამოჭრის პროცესის შესამსუბუქებლად. აღნიშნული პრეპარატის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სისტემურად მოქმედებს და შეუძლია ამოჭრის ყველა იმ სიმპტომის მოხსნა, როგორიცაა ღრძილების მტკივნეულობა, გაძლიერებული ნერწყვდენა, ღრძილების ქავილი, შეშუპება, ანთება და ტკივილი, რომელიც გადაეცემა ყურს, დიარეა, სხეულის ტემპერატურის მატება, `ნაწლავთა კოლიკა~. კომპლექსური მოქმედება წარმატებით განასხვავებს დენტოკინდს იმ გელებისა და მალამოებისაგან, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივად (ღრძილზე) მოქმედებს და ნერწყვის ყლაპვისას სწრაფად ჩამოირეცხება. ბავშვებში რეკომენდებულია, დენტოკინდის ტაბლეტი მიღების წინ ერთ ჩაის კოვზ წყალში გაიხსნას.