ხმის ჩახლეჩა, ზოგჯერ კი ხმის დაკარგვა- ეს ის მდგომარეობაა, რომელშიც ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს. ხმა ყველას სჭირდება! მაგრამ ასეთ შემთხვევებში სწრაფად როგორ დავიბრუნოთ?
ისლა ისლანდიური ხავსის ფუძეზე დამზადებული პასტილებია. მათ დაცვითი (ლორწოვანის მთრიმლავი და დამატენიანებელი მოქმედება), ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულაციური თვისებები ახასიათებს.
ჩამოთვლილი თვისებების წყალობით ისლა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის მთრიმლავ და დამატენიანებელ მოქმედებას ავლენს, ხსნის ანთებას, აქრობს სიმშრალეს, ფხაჭნისა და წვის შეგრძნებას, ხელს უწყობს ჩახლეჩილი ან დაკარგული ხმის აღდგენას.
სხვა საწუწნი ტაბლეტებისაგან განსხვავებით, ისლა მინტის პასტილები შაქარს არ შეიცავს და ღრძილებისა და სასის ლორწოვან გარსს არ აზიანებს. ისლას გამოყენება დაშვებულია მოზრდილებსა და 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, ნაჩვენებია ლარინგიტის, ხმის ჩახლეჩის, ხმის დაკარგვის დროს, იმ პირებში, რომელთა პროფესია დაკავშირებულია გაზრდილ სახმო დატვირთვასთან, ასევე არაკეთილსასურველ კლიმატურ პირობებში (სიცივე, სიცხე, მტვერი და ა.შ.) მუშაობასთან. ისლა ხელს უწყობს მდგომარეობის შემსუბუქებას მშრალი, გამაღიზიანებელი, მათ შორის ალერგიული წარმოშობის ხველის დროს.
ისლა _ ხმის ჩახლეჩის, ხმის დაკარგვის და მშრალი, გამაღიზიანებელი ხველის დროს!