ბავშვებში ყურადღების კონცენტრაციის დარღვევის მიზეზები შესაძლოა იყოს როგორც გადაღლა, ასევე ბუნებისაგან მინიჭებული გადაჭარბებული აქტიურობა. თუ ბავშვი განუწყვეტლივ მოძრაობს, ერთ ადგილზე ჯდომა დიდხანს არ შეუძლია, ბევრს ლაპარაკობს და სხვებს სიტყვას აწყვეტინებს, ერევა გარეშეთა საუბარში, შესასრულებელი დავალებიდან ყურადღება ადვილად გადააქვს გარეშე გამღიზიანებლებზე, მისადმი მიმართვას ვერ იგებს, `ღრუბლებში დაფრინავს~, უშვებს დიდი რაოდენობით შემთხვევით შეცდომას საკლასო თუ საშინაო დავალებებში, დეტალებზე ყურადღების კონცენტრაცია არ შეუძლია, ხშირად იმპულსურად მოქმედებს და შესაძლო შედეგებზე არ ფიქრობს, თავისი საქციელით ოჯახში, საბავშვო ბაღში, სკოლაში პრობლემებს ქმნის, ხშირად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს თანატოლებთან, მაშინ, უპირველესად, უნდა ვისაუბროთ მის ბუნებრივ თავისებურებებზე. როგორ მოვიქცეთ?
თქვენი ბავშვი უფრო დაფიქრებული და ყურადღებიანი რომ გახდეს, ყურადღების კონცენტრაცია რომ მოემატოს, გაუუმჯობესდეს სწავლის უნარი, დაუქვეითდეს გადაჭარბებული აქტიურობა, ამაში გერმანული ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატი კინდინორმი H* დაგეხმარებათ.
კინდინორმი, თავისი შემადგენლობის წყალობით, აუმჯობესებს სწავლის უნარს, ზრდის ყურადღების კონცენტრაციას, აქვეითებს მომატებულ აქტიურობასა და იმპულსურობას, ბავშვს უადვილებს ახალ გარემოსთან ადაპტაციას, პრეპარატის მიღება ნებადართულია 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კინდინორმი H ბუნებრივი შემადგენლობისაა, არ წარმოადგენს ფსიქოტროპულ (ნეიროლეფსიურ, სედაციურ) საშუალებას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათთვის დამახასიათებელ ეფექტებს არ ავლენს.