კლიმაქტოპლანი* გერმანული ბუნებრივი არაჰორმონული პრეპარატია, რომლის შემადგენლობაში 4 კომპონენტი შედის. აღნიშნული კომპონენტები ერთმანეთის მოქმედებას ავსებს და აძლიერებს: ციმიციფუგა _ ფიტოესტროგენშემცველი კომპონენტია (ქალის ესტროგენის მსგავსი), ახდენს ჰორმონული ბალანსის ნორმალიზებას და კლიმაქსის ისეთი ძირითადი სიმპტომების ლიკვიდირებას, როგორიცაა `ალები~, სიცხის შეგრძნება, ოფლიანობა, ემოციური ლაბილურობა; სანგვინარია _ ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, ხელს უშლის არითმიისა და გულის აჩქარების შეტევათა განვითარებას; სეპია _ ხსნის თავის ტკივილს და გაღიზიანებადობას; იგნაცია _ აქრობს განწყობის ცვალებადობას, არეგულირებს ძილსა და მახსოვრობას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კლიმაქტოპლანი ჰორმონებს არ შეიცავს და ხანგრძლივი გამოყენებისას კარგი ამტანობით ხასიათდება. 70 წელზე მეტია, რაც ევროპელი ქალები პრეპარატ კლიმაქტოპლანს სრულიად ენდობიან.
კლიმაქტოპლანი _ არაჰორმონული პრეპარატი კლიმაქტერული სინდრომის სასტარტო თერაპიაში დამტკიცებული ეფექტურობით და მეტაბოლური ნეიტრალურობით!