ნიზიტა (Nizita)

ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე - პრობლემა, რომელიც ყველასთვის ნაცნობია. ამ უსიამოვნო მდგომარეობას ხშირად თან ახლავს ცხვირის გაჭედვა ორივე ნესტოში ან მონაცვლეობით ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. ამავე დროს აღინიშნება წვა, ქავილი, ჩნდება ქერქები, ფუფხები და  შესაძლებელია განვითარდეს ცხვირიდან სისხლდენა და თავის ტკივილი.

ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე იწვევს არა მარტო ცხვირით სუნთქვის გაძნელებას და ღამით ძილის დარღვევას, არამედ ცხვირის ლორწოვანის ფუნქციის დარღვევას, დაატენიანოს და გაასუფთავოს მიკროორგანიზმებისაგან ჰაერი,  რომელიც ფილტვებში ხვდება.

ყველაზე ხშირად ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალეს იწვევს: გარკვეული მედიკამენტების გამოყენება (პირველ რიგში, სისხლძარღვთა შემავიწროებლების, რომლებიც გამოიყენება სურდოს დროს, და ანტიჰისტამინური პრეპარატების), გარემოს არახელსაყრელი პირობები (მშრალი კლიმატი, დაწესებულებები სადაც იყენებენ გამათბობლებს, ზოგიერთი მტვრიანი საწარმოები), ხანდაზმულ ასაკში ლორწოვანის ატროფია და ლორწოს წარმოქმნის შემცირება.

ცხვირში ქერქებისა და ფუფხების წარმოქნისას, საჭიროა გვახსოვდეს, რომ არ შეიძლება მათი ძალით მოშორება. პირველ რიგში, ეს ლორწოვანის ტრავმირებას იწვევს და შეიძლება სისსხლდენის მიზეზი გახდეს, მეორეს მხრივ კიდევ უფრო გააღრმავებს სიმშრალეს.

როგორ ვუშველოთ ცვირის ღრუს ლორწოვანს, რომ გაუმკლავდეს სიმშრალესა და ცხვირის გაჭედვას? გამოსავალი არსებობს!  სპეციალურად ცხვირის მოვლისათვის შექმნილია ნიზიტა, რომელიც საიმედო დამხმარეა სიმშრალესა და ცხვირის გაჭედვასთან ბრძოლაში.

ნიზიტა ნაზალური სპრეი და მალამო, შემადგენლობაში არსებული ნატრიუმის ქლორიდისა და ნატრიუმის ბიკარბონატის წყალობით, სურდოს დროს  თავიდან გვაცილებს ცხვირის გაჭედვას; ასუფთავებს და ატენიანებს ცხვირის ღრუს ლორწოვანს, მაგალითად გამომშრალ ჰაერში; არბილებს და აშორებს ქერქებსა და ფუფხებს. ნიზიტა ნაზალური სპრეი და მალამო არ შეიცავს კონსერვანტებს და გამოიყენება ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში, ორსულობისა და ლაქტაციის დროს. საჭიროებისას ნიზიტა ნაზალური სპრეი და მალამო შესაძლებელია გამოვიყენოთ ხანგრძლივად.

ნიზიტა- ატენიანებს ცხვირის ლორწოვანს, თავიდან გვაცილებს ქერქებსა და ცხვირის გაჭედვას!   

ნიზიტა ნაზალური სპრეი 20მლ მწარმოებელი: Engelhard Arzneimittel GmbH&Co. KG (გერმანია)
ნიზიტა მალამო 10გ მწარმოებელი: Engelhard Arzneimittel GmbH&Co. KG (გერმანია)

* სამკურნალწამლო საშუალების რეკლამა. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

თვითმკურნალობა შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო აღმოჩნდეს.

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.