ტრახისანი – კომბინირებული, სამკომპონენტიანი პრეპარატია პირის ღრუსა და ყელის ანთებითი და ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.
გააჩნია ანტიბაქტერიული აქტივობის ფართო სპექტრი და სწრაფი ანალგეტიკური (ტკივილგამაყუჩებელი) ეფექტი. გამოყენება ნებადართულია როგორც მოზრდილებში ასევე ბავშვებში.
ტრახისანის შემადგენლობაშია: ტოპიკური ანტიბიოტიკი (თიროტრიცინი), ანტისეპტიკი ( ქროჰექსიდინი) და ანალგეტიკი (ლიდოკაინი).
თიროტრიცინი – ტოპიკური (ადგილობრივი) ანტიბიოტიკი, რომელსაც მოქმედების ფართო სპექტრი გააჩნია. იგი არ შეიწოვება სისხლით და შესაბამისად არ ახდეს სისტემურ ნეგატიურ გავლენას ორგანიზმზე. მოქმედების განსაკუთრებული მექანიზმის წყალობით თიროტრიცინს არ ახასიათებს რეზისტენტობა.
ქლორჰექსიდინი – ფართო სპექტრის ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც მოქმედებს როგორც გრამდადებით ასევე გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე.
ლიდოკაინი- ყველაზე ხშირად გამოყენებადი ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა რომელსაც ბევრი უპირატესობა გააჩნია სხვა ანალგეტიკებთან შედარებით (მაგ. ნოვოკაინთან).
აქტიური კომპონენტების წყალობით, ტრახისანს გააჩნია სამმაგი მოქმედება. ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებით იგი მოქმედებს ძირითად გამომწვევებზე, რომლების იწვევენ ანთებით პროცესებსა და ინფექციურ დაავადებებს პირისა და ყელის ღრუში, ხოლო დილოკაინის მეშვეობით გააჩნია სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
ტრახისანის ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით.
ტრახისანი – სასწრაფო დახმარება ყელის ინფექციისა და ტკივილის დროს!
*პაციენტების 70%-მა აღნიშნა, რომ ტრახისანის მიღებიდან 2 სთ-ში შემცირდა ტკივილის შეგრძნება ყელში.
**ტრახისანის მიღება ნებადართულია მოზრდილებსა და ბავშვებში 4 წლიდან.
1. Нагорная Н.В. и др. Эффективность и переносимость препаратов местного действия Трахисан и Декатилен при острых воспалительных заболеваниях ЛОР-органов у детей с хроническими тонзиллитом. Клиническая педиатрия, 2012;6(41).