Vitango

სტრესის ქვეშ შეიძლება ყველა მოყვეს, მაგრამ განსუთრებით მოქმედებს იგი ადამიანებზე რომლებიც მუდამ „ მოწოდების სიმაღლეზე“ უნდა იყვნენ, ყოველდღიურად არიან წნეხის ქვეშ და რაღა თქმა უნდა პერფექციონისტები. ქრონიკული სტრესი ფიტავს, ართმევს ენერგიასა და ძალას. სისუსტე, დაღლილობა, გაღიზიანებადობა – სტრესის  ძირითადი სიმპტომებია . ამ დროს ადამიანს ეჩვენება, რომ იგი კარგავს კონტროლს. მას არასდროს ყოფნის დრო. ყურადღების კონცენტრირება სულ უფრო და უფრო უჭირს, ქვეითდება შრომისუნარიანობა, ირღვევა ძილი, შეიძლება აღმოცენდეს თავისა და ზურგის ტკივილი, ქვეითდება იმუნიტეტი და იზრდება როგორც გაცივების ალბათობა ასევე ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი. იზრდება შინაგანი დაძაბულობა და მძაფრდება უმწეობის შეგრძნება. 
მაგრამ გამოსავალი არსებობს – ვიტანგო! 

ვიტანგო- გერმანული სტანდარტიზებული ადაპტოგენური პრეპარატი WS 1375- ის საფუძველზე ყოველდღიური სტრესის პროფილაქტიკისა და კორექციისათვის. ვიტანგოს გააჩნია უნიკალური ორმაგი მოქმედება სტრესის ფქიქოგენურ და ფიზიკურ ასპექტებზე: ამცირებს სტრესის ჰორმონების დონეს და აძლიერებს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს. ამის დამსახურებით, ვიტანგო ეფექტურად ამცირებს შფოთვას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას, მისი მიღების ფონზე მცირდება დაღლილობა, გამოფიტვისა და „გადაწვის“ შეგრძნება. აქვს სწრაფი კლინიკური ეფექტი,  – მოქმედებს უკვე მიღების პირველივე დღიდან, არ იწვევს შეჩვევას და ძილიანობას და არ აქვს მოხსნის ეფექტი. ხასიათდება უსაფრთხოების მაღალი პროფილით და კარგი ამტანობით ხანგრძლივი მიღებისას. 
ვიტანგო – ორმაგი მოქმედება სტრესისა და გამოფიტვისას!