მაგნიუმი მნიშვნეოვან როლს ასრულებს ორგანიზმში. მაგნიუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია ადამიანის ორგანიზმში, რომელიც აწესრიგებს კუნთოვანი, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს და ხელს უწყობს ემოციურ-ფსიქიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. იგი ააქტივებს 300-ზე მეტ ფერმენტს და მონაწილეობს მრავლობით სასიცოცხლო მნიშვნელობის მეტაბოლურ პროცესში. მაგნიუმს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, კერძოდ – კუნთების ნორმალურ მუშაობისთვის; – ნერვული სისტემის და ფსიქიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის; – დაღლილობისა და სისუსტის შესამცირებლად; – ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების შესანარჩუნებლად; – ნორმალური ენერგეტიკული ცვლისა და ელექტროლიტური ბალანსის შესანარჩუნებლად.
რა რაოდენობის მაგნიუმი გვჭირდება დღეში? 25 წელზე მეტი ასაკის მოზრდილებს დღეში ესაჭიროება 300 მგ‐დან 350 მგ‐მდე მაგნიუმი. განსაკუთრებით გაზრდილია მაგნიუმის მოთხოვნილება მოზარდებში, ახალგაზრდებში, ორსულებსა და მეძუძურ ქალებში. გარდა ამისა, მაგნიუმის მაღალი მოთხოვნილება აღინიშნება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვების, სპორტული ვარჯიშების დროს, ასევე მძიმე გონებრივი ან ფიზიკური შრომით დაკავებულ პირებში. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებული და მრავალფეროვანი დიეტა ვერ ავსებს მაგნიუმის სადღეღამისო მოთხოვნას მიზანშეწონილია გარკვეულ ცხოვრებისეულ გარემოებებში მაგნიუმის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენება.